მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ იტალიას სერია "ა" განახლდა. 16-ე ტურის ცენტრალური მატჩი მილანში მდებარე სტადიონ "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართება.
ერთმანეთს ადგილობრივი "ინტერი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი მომავალ შეხვედრას საბრძოლო შემადგენლობით ხვდება, ტრადიციულად სტუმართა გუნდის ძირითადში იქნება ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც პირველი ნოემბრის შემდეგ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.
სერია ას სატურნირო ცხრილში 41 ქულით "ნაპოლი" ლიდერობს", იტალიის მოქმედ ჩემპიონს "ინტერს" კი 30 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ნაპოლი-ინტერის დაპირისპირება დღეს საღამოს 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.