26 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართეს 

ექიმების ნაწილმა აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართა. მათ სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს.

ექიმი მანანა ჯებაშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. 

"ჩვენ, როგორც ექიმებს გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ეს დაადასტურა რამდენიმე კონსილიუმის დასკვნამ და ექსპერტებმა. პრეზიდენტს აქვს იმის ბერკეტი,  რომ ძალიან სწრაფად გადაჭრას ეს პრობლემა და გამოიყენოს მისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლება, რითაც გადაარჩენს ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას,"-აცხადებს მანანა ჯებაშვილი.

ექიმებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის ძმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.როგორც გიორგი სააკაშვილი ამბობს, ზურაბიშვილს "ერთი ხელის მოწერით შეუძლია ექსპრეზიდენტის სასიკეთოდ მიიღოს გადაწყვეტილება": 

"მე შევუერთდი ამ აქციას, ვინაიდან ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს, რომ შეუძლია ერთი ხელის მოწერით მიიღოს გადაწყვეტილება  გადაწყვეტილება და მისცეს მე-3 პრეზიდენტ ცხოვრების უფლება. არ არის მიშა გასაწირი, მივცეთ სიცოცხლის უფლება,"-აცხადებს გიორგი სააკაშვილი. 

დღის ამბები