26 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა ახლა იმაზე მეტად სჭირდებათ ვიდრე ოდესმე - ემანუელ მაკრონი

უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა ახლა იმაზე მეტად სჭირდებათ ვიდრე ოდესმე - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

შვედეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ასევე, მსოფლიოსთვის.

ემანუელ მაკრონმა კი ევროპაში ერთიანი სტრატეგიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება, რადგან ზამთარი დგება და უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ოდესმე.

ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც კონტინენტზეა. თქვენ იცით ჩემი პოზიცია: ჩვენ გვჭირდება ევროპული სტრატეგია, რათა შევძლოთ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს პასუხები გავცეთ,"- აცხადებს მაკრონი.

დღის ამბები