26 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
პენსია იზრდება - იანვარში, 800 ათასმდე პენსიონერის ანგარიშზე თანხის უკვე მომატებული რაოდენობა დაირიცხება

800 ათასმდე პენსიონერის ანგარიშზე იანვრის თვეში უკვე მომატებული თანხა დაირიცხება. საპენსიო ბიუჯეტში პრიორიტეტები გაწერილია. 70 და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 65 ლარით. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები 438-ს, დანარჩენი პენსიონერები კი 365 ლარს აიღებენ.

35 ლარით გაიზარდა 70 წლამდე პირთა პენსიაც. მაღალმთიან დასახლებაში დანამატის ჩათვლით 354 ლარს, ხოლო დანარჩენი პენსიონერები 295 ლარს აიღებენ. შეიცვალა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების დახმარების ოდენობაც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე "კურიერთან" ამბობს რომ პენსიის ზრდა პირდაპირ კავშირშია სიღარიბის შემცირების ტემპთან.

გაზრდილ საპენსიო ბიუჯეტზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამატებითი თანხების მობილიზების კუთხით. ფინანსთა მინისტრის მოადგილე კი სოციალური მიმართულებით არსებულ სიახლეებზე საუბრობს.

2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება თითქმის 60 მილიონით გაიზარდა და 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

დღის ამბები