26 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
ცივი იარაღის ტარებისთვის ჯარიმა 200 ლარის ნაცვლად 500 ლარი იქნება - რას ითვალისწინებს სასჯელი განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში

2023 წელი საქართველომ საკანონმდებლო ცვლილებებით დაიწყო. ძალაში უკვე შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.

ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ცივი იარაღის ტარების შემთხვევაში პირი 200 ლარის ნაცვლად ამჯერად ხუთასით დაჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში კი მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებების მიზეზად დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებენ.

ახალ საკანონმდებლო ნორმაში გაჩნდა ფრაზა "ცივი იარაღის დაუყოვნებლივი გამოყენება", რაც პატრულს აძლევს საშუალებას პირი იმ შემთხვევაშიც დააჯარიმოს, თუ ჩათვლის, რომ მას იარაღთან წვდომა მარტივად შეუძლია. სწორედ ეს ნორმა აღმოჩნდა გაუგებარი საპარლამენტო ოპოზიციისთვის, სადაც ფიქრობენ, რომ დანაშაულის წინააღმდეგ სახელმწიფომ არა გაზრდილი ჯარიმებით, არამედ სისტემური ცვლილებებით უნდა იბრძოლოს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა ცივი იარაღით ჩადენილი დანაშაულის მაღალმა სტატისტიკამ განაპირობა. სახელისუფლებო გუნდს იმედი აქვს, რომ ინიციატივას დადებითი შედეგი ექნება.

ცვლილებები ძალაში 1 იანვარს შევიდა. ჯარიმის გაზრდისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გარდა, ახალი საკანონმდებლო ნორმა ცივი იარაღის აღმოჩენის შემთხვევაში მის კონფისკაციასაც ითვალისწინებს.

დღის ამბები