2022 წლის ენერგოკრიზისი გადამწყვეტი მომენტი იყო რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაში, - ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა პირად ბლოგზე დაწერა.
როგორც ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი წერს, რუსეთის შეჭრა უკრაინაში გეოპოლიტიკური მიწისძვრა იყო, ომმა კი ევროკავშირში სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. ბორელის თქმით, რუსულ წიაღისეულზე დამოკიდებულების მიუხედავად, ისინი არ წამოეგნენ პუტინის შანტაჟს, მათ შეძლეს ჩავარდნის შემცირება და ასრულებენ რეფორმებს, რათა ააჩქარონ მათი ენერგეტიკული გადასვლის პერიოდი, რასაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გავლენა ექნება.