26 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
დაპირისპირება ენმ-ში - მელია ხვალ თბილისსა და რეგიონებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აანონსებს, თუმცა აქციას ხაბეიშვილი არ უერთდება

დაპირისპირება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში - პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ხვალ თბილისსა და რეგიონებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აანონსებს.

პარტიის ნაწილი და მათ შორის, თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ამ აქციას არ უერთდება და თავის მხრივ, შეკრების სხვა ორ ადგილს ასახელებს.

"თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოსთვის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა 2023 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევა და უნდა ვიმარჯვოთ ქართველმა ხალხმა, რათა დავიმკვიდროთ ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

ხაბეიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარტიამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გარკვეული ინდივიდები ცდილობენ, სააკაშვილის თემა, გაერთიანების ნაცვლად, პარტიის გასახლეჩად გამოიყენონ.

დღის ამბები