მთელი საქართველოს მსგავსად, სადღესასწაულო განწყობა დაბა სტეფანწმინდაშიც იგრძნობა. ადგილზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცე და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა.
17:00 საათიდან მოსახლეობის ამაღლებულ განწყობაზე ჯგუფი "რეგიონი" იზრუნებს. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით 18:00 დასრულდება.
"ახალი წლის დღეები საქართველოში" პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ტარდება.