26 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
ოთარ შამუგიამ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ახალი წლის ღამეს ასრულებენ, შობა-ახალი წელი მიულოცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს ლევან ჯღარკავასთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს თამარ ფიცხელაურთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს და გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზების და ტელეკომუნიკაციის სამმართველოს თანამშრომლებს, მათ სამუშაო გარემოში ესტუმრა, ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ტკბილეული გადასცა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღმოფხვრისა და ასევე პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ, 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ. ასევე მყისიერ რეაგირებას ახდენენ სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ შეტობინებებზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზების და ტელეკომუნიკაციის სამმართველოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ მიმდინარე ამინიდის პროგნოზის უწყვეტ, 24 საათიან რეჟიმში მომზადება - გავრცელებას, დამუშავებული მონაცემების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებას და საპროგნოზო ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას.

დღის ამბები