26 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში 3 თებერვალს გაიმართება

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში 3 თებერვალს გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისმა, ვოლოდიმირ ზელენსკის და ურსულა ფონ დერ ლაიენის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.

როგორც ცნობილია, მხარეები მოსამზადებელი სამუშაოს გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა უკრაინის მიერ ევროკომისიის მიერ გაცემული 7 რეკომენდაციის შესრულების საკითხი განიხილეს.

პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის მიერ ამ გზაზე მიღწეული უზარმაზარი პროგრესი აღნიშნა.

ვოლოდიმირ ზელენკიმ კი უკრაინული მხარის მზადყოფნას გაუსვა ხაზი, რათა მალე დაასრულოს შესაბამისი სამუშაო იმისთვის, რომ უკვე მიმდინარე წელს გაწევრიანების წინა მოლაპარაკებები დაიწყოს.

დღის ამბები