26 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
როგორ აღნიშნეს ახალი წელი იმერეთში

თბილისის გარდა, ახალი 2023 წელი საქართველოს რეგიონებშიც აღნიშნეს. მათ შორის იმერეთში, სადაც საახალწლო დღესასწაული 15 იანვრამდე გრძელდება. გელათის აგრო სახლში დიასახლისები ახალ წელს სტუმრებთან ერთად შეხვდნენ.

მრავალფეროვანი კერძები, მიმზიდველი გარემო, საახალწლო ნათურებითა და დეკორაციებით გაწყობილ აგრო სახლში მასპინძლებმა სტუმრებს ჩიჩილაკისა და მეკვლეს ტრადიციის შესახებაც უამბეს.

ახალი წელი ბარაქიანი, მაღალმოსავლიანი და ნაყოფიერი რომ იყოს, აუცილებელია მეკვლემ ოჯახი დალოცოს.

დღის ამბები