26 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"კურიერის" სპეციალური რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და სადაც 39 სოფლიდან 27 ქართულია 

"კურიერის" სპეციალური რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და რომელიც ქართველებითაა დასახლებული. ეს არის სოფელი ადაგული, რომელიც 19 საუკუნეში გადასახლებული ქართველებით არის დასახლებული.

თითქმის 150 წლის შემდეგ აქ კარგად ახსოვთ ქართული ენა და ქართული ტრადიციები. მაგალითად საახალწლო სუფრა ქართული კერძებით ეწყობა. ბორჩხას რეგიონში არსებული 39 სოფლიდან 27 ქართულია. ბორჩხადან ისტორიული ქართველების მთავარი გზავნილი "კურიერმა" ჩამოიტანა.

თურქეთში, პატარა სოფელ ადაგულში ახალ წლამდე ახალი წლის სამზადისია. ჭოროხს გაღმა დარჩენილი ქართველები დღესასწაულისთვის ასე ემზადებიან. დიასახლისი იმ კერძებს ჩამოთვლის, რაც სადღესასწაულო სუფრაზე ტრადიციულად უნდა იყოს. ძირითადად, ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

დღის ამბები