26 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
შეფ გურამ ბაღდოშვილს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა - "ასაფეთქებლების" გამოყენების შედეგად ათობით ადამიანია დაშავებული, მათ შორის არასრულწლოვნებიც

ახალი წლის ღამეს დამწვრობის ცენტრში 10 დაშავებული შეიყვანეს. მათ დაზიანება ხელის მტევნის მიდამოებში ქონდათ. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ პაციენტები საავადმყოფოდან გაწერეს. თუმცა დამწვრობის ცენტრი არ არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც 31 დეკემბრის ღამეს მიღებული დაზიანებების გამო პაციენტები მკურნალობენ.

კლინიკაში მოხვდა შეფ გურამ ბაღდოშვილიც, რომელსაც პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა. მან დღეს სოციალური ქსელში დაწერა, რომ მხნედ არის და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მსგავსი შემთხვევების გათვალისწინებით, სპეციალისტები ამბობენ, რომ პიროტექნიკა საფრთხის შემცველი პროდუქტია და მას გამოყენების დეტალური ინსტრუქცია უნდა ახლდეს.

პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების ფაქტები განსაკუთრებით ხშირია ახალი წლის დღეებში. მაღაზიებსა თუ ქუჩებში მოწყობილ ღია დახლებზე არჩევანი მრავალფეროვანია. სადღესასწაულო ასაფეთქებელი საშუალებები სიმძლავრის და ფასის მიხედვით განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ პიროტექნიკის არასრულწლოვნებზე გაყიდვა აკრძალულია, მაინც ყოველთვის ყველაზე მეტი დაზარალებული მცირეწლოვანია.

პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს ქალაქის მერიც. კახი კალაძის თქმით, ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებია დაგეგმილი.

კანონი, რომელიც პიროტექნიკის არასრულწლოვნებზე გაყიდვას კრძალავს 2018 წელს მიიღეს. კანონდარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 100 ლარით, ხოლო იურიდიული -200 ლარით ჯარიმდება.

დღის ამბები