26 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ორმაგი მკვლელობა სვანეთში - ერთ-ერთის მშობელი თავად შეესწრო ფაქტს, თუ როგორო გაიმეტეს მისი 28 წლის შვილი სასიკვდილოდ

ორმაგი მკვლელობა სვანეთში. მოკლულია ორი ახალგაზრდა. დაპირისპირება სუფრაზე შელაპარაკებით დაიწყო, რის მერეც მხარეებმა ცეცხლსასროლი იარაღით ერთმანეთს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.

"კურიერის" ინფორმაციით, სოფელ ეცერში გვარებს შორის დაპირისპირება დიდი ხნით ადრე დაიწყო, მას შემდეგ მეზობლები შერიგდნენ, თუმცა კონფლიქტი ბედობის ღამეს გაიხსენეს. ერთ-ერთი მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. ამ წუთებში პოლიციაში თვითმხილველების დაკითხვა გრძელდება. განყოფილებაში იმყოფებიან ორივე მოკლულის ოჯახების წევრები.

საშა პაკელიანი თავად შეესწრო ფაქტს თუ როგორო გაიმეტეს მისი 28 წლის შვილი სასიკვდილოდ. შვილმკვდარმა დედამ საჯაროდ დაასახელა პირი, რომლის ნასროლმა ტყვიამაც, როგორც თავად ყვება, გიორგი პაკელიანი მოკლა, მისი უმცროსი ძმა კი დაჭრა.

სოფელ ეცერში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, პოლიცამ ცხელ კვალზე დააკავა ორი პირი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 71 და 26 წლის მამაკაცებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შინაგანს საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები