26 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
მექსიკის ერთ-ერთ ციხეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

14 ადამიანი დაიღუპა მექსიკის ერთ-ერთ ციხეში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის 10 სამართალდამცველი და ოთხი პატიმარია. დაშავდა 13 პირი. 24-მა მსჯავრდებულმა ციხიდან გაქცევა შეძლო.

პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელები ციხის შენობასთან დაჯავშნული ავტომობილებით გამოჩნდნენ და ცეცხლი გახსნეს. რამდენიმე წუთით ადრე კი მუნიციპალური პოლიციის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

დევნის ოპერაციის შედეგად, ოთხი ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, ვინ დგას სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე განხორციელებული თავდასხმის უკან.

დღის ამბები