26 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
იაპონია დიდი შვიდეულის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას გეგმავს
იაპონია დიდ შვიდეულზე უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
 
როგორც ცნობილია, იაპონიის პრემიერ-მინისტრს სურს ზელენსკი დაპატიჟოს, რათა პირდაპირ მოისმინონ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ.
 
7 ქვეყნის ლიდერის შეხვედრაზე უკრაინაში სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების განხილვა იგეგმება. დიდი შვიეუდლის სამიტის წლევანდელი თავმჯდომარე სწორედ იაპონიაა და 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება.
 
როგორც იაპონური გამოცემა აღნიშნავს, უკრაინასთან დაკავშირებით "დიდი შვიდეულის"კოორდინირებული ქმედებები იაპონიისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც შესაძლოა ტაივანის გარშემო კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული.
 
იაპონიის ხელისუფლებაში თვლიან, რომ ჩინეთთან კონფლიქტის შემთხვევაში ოპერატიული და მკაცრი პასუხია საჭირო შტატებთან და ევროპასთან ერთად, როგორც ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვთან მიმართებაში მოხდა.
დღის ამბები