შოტლანდიაში, ქალაქ პერტის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
New County Hotel-ში ცეცხლის გაჩენის გამო, ადგილზე 21 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და ცხრა სახანძრო მანქანა მუშაობდა.
შოტლანდიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი და ერთი ძაღლი.
სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა, პოლიციამ გზა გადაკეტა.