26 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ფოიერვერკები, საახალწლო სოფელი, ინსტალაციები, ზღაპრის გმირები, ანიმატორები და თოვლის ბაბუა - საქართველო 2023 წლის დადგომას ზეიმობს

დღეს პირველი იანვარია, 2023 წლის პირველი დღე, რომელიც განსაკუთრებულად აღინიშნება. დედაქალაქში დილიდან საახალწლო განწყობა იგრძნობა.

ორბელიანის მოედანზე გახსნილია საახალწლო სოფელი, სადაც განსაკუთრებული გარემოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ყველა თაობის წარმომადგენლისთვის. საახალწლო სოფელი, ინსტალაციები, ზღაპრის გმირები, ანიმატორები, თოვლის ბაბუა მოქალაქეების განწყობაზე ზრუნავენ. ხალხმრავლობაა ქვეყნის მთავარ გამზირზეც, მთავარ ნაძვის ხესთან.

თბილისში ახალ წლის დადგომა მასშტაბური და ეფექტური ფოიერვერკით აღნიშნეს. ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა - ევროპის მოედანზე მოქალაქეები და საქართველოში ჩამოსული სტუმრები 12 საათს ერთად შეხვდნენ და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ოჯახებს საკუთარი სურვილები გაუგზავნეს.

ევროპის მოედანზე, მოქალაქეებთან და სტუმრებთან ერთად, ახალ წელს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე შეხვდა. ასევე საახალწლო ღონისძიებაზე საზოგადოებას ახალი წლის დადგომა ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს, მათ შორის იყვნენ შალვა პაპუაშვილი და სალომე ზურაბიშვილი. 

ევროპის მოედანზე გალაკონცერტი წელსაც თბილისი მერიის ორგანიზებით გაიმართა. საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქსა და რეგიონებში 14 იანვრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები