26 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა ახალი წლის დადგომა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა

იუსტიციის მინისტრმა ახალი წლის დადგომა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა. რატი ბრეგაძე ახალ წელს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე შეხვდა.

მინისტრმა მათ ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. მინისტრმა გამოხატა რწმენა, რომ ახალი 2023 წელი ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის წელი იქნება. იუსტიციის მინისტრმა ახალი წელი ნომერ მე-8-ე დაწესებულებისა და პრობაციის ბიუროს თანამშრომლებსაც მიულოცა.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ახალ წელს ვხვდებოდე იმ ღირსეულ ოფიცრებთან ერთად, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენს სახელმწიფოს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს გაწეული სამსახურისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომლის მიმართ, რომელთაც 2022 წელს გასწიეს დიდი სამუშაო. ვუსურვებ მათ ყოველივე საუკეთესოს და ძალიან ბევრ გამარჯვებას ახალ 2023 წელს," - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

დღის ამბები