26 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა. 2023 წლის დადგომა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო მოსამსახურეებს კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრში მიულოცა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს მიმართეს, სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.

"ჩვენ, ტრადიციულად, 2023 წელს შევხვდით ბაზაზე, ეს ტრადიცია დამკვიდრებულია და მე მინდა ჩვენს ჯარს და ჩვენს საქართველოს ვუსურვო უპირველეს ყოვლისა გამთლიანება. ჩენს ოჯახებს, თითოეული ჯარისკაცის ოჯახს მინდა ვუსურვო ბედნიერება და გამრავლება ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის" - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დღის ამბები