2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს.
კანონის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებს, დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება უკვე 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით აქვთ. აღნიშნული კანონი ძალაში დღიდან შედის.
ასევე, კანონის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზე, რომელთა ორივე მშობელი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა, კვლავ გაგრძელდება.