27 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
"პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნის შესახებ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც დაადასტურა, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ უარყოფითად აფასებს ბაქრაძის საქმიანობას. ამის მიუხედავად მან განკარგულებას ხელი მაინც მოაწერა. 

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.

რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული იქნა პრეზიდენტის 30 აგვიტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე." - ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 

"რუსთავი 2"-ის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა გაეროში დავით ბაქრაძის დანიშვნას 30თ აგვისტოს მოაწერა ხელი. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში უარს ამბობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნაზე. დავით ბაქრაძე წარსულში აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ის კახა იმნაძეს შეცვლის.

 

დღის ამბები