27 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში საქართველოს პირველი დიპლომატი მონაწილეობს

პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში საქართველოს პირველი დიპლომატი მონაწილეობს. ილია დარჩიაშვილი დაესწრება გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების - მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველ დიპლომატებთან.

ღონისძიების ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი კოლეგებთან პირისპირ მოლაპარაკებებსაც გამართავს. 

"უნდა აღინიშნოს, რომ თავად მოწვევის ფაქტი სამი ქვეყნის ამ ფორმატში განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და უფრო მეტიც, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან ის ქვეყნები, რომელთან ერთადაც მათ უნდა განიხილონ მათი ინტეგრაციის მნიშვნელობა, ინტეგრაციის ტემპი და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ხედვა, ის აქტივობები, რომელიც საქართველომ უკვე ჩაატარა ამ მიმართულებით," - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები