27 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
პრეზიდენტმა გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა

"რუსთავი 2"-თვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა უთანხმოება პრეზიდენტსა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში უარს ამბობდა და ხელს არ აწერდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას.

დავით ბაქრაძე წარსულში აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. გაეროში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ის კახა იმნაძეს შეცვლის.

დღის ამბები