დღეს დილიდან რუსეთმა მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყვიტა. მიზეზად "გაზპრომი" ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.
კომპანიაში აცახდებენ, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრამდე არ აღდგება. გეგმური ტექნიკური მომსახურების გამო, რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება ათი დღით, ივლისშიც შეუწყვიტა.