თურქეთში ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 38 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არის ავტობუსის მძღოლი. ინციდენტი ბურსას პროვინციაში მოხდა, სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.
როგორც ცნობილი ხდება, ავტობუსს მუხრუჭები დაუზიანდა და მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები და პოლიცია იყო მობილიზებული. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.