27 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
დნეპროპეტროვსკის ოლქში ოკუპანტებმა რკინიგზის სადგურს დაარტყეს, 22 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის რაიონში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე სარაკეტო თავდასხმის დროს 22 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.

"მაშველები მუშაობენ, მაგრამ სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ასე ვცხოვრობთ ყოველდღე. ასე მოემზადა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ამ შეხვედრისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.

საღამოს, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

"ჩაპლინო დღეს ჩვენი ტკივილია. ამ მომენტისთვის არის 22 გარდაცვლილი, მათგან ხუთი დაიწვა მანქანაში, გარდაიცვალა მოზარდი, ის 11 წლის იყო, რუსულმა რაკეტამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლი. რკინიგზის სადგურზე მუშაობა გრძელდება, ოკუპანტებს აუცილებლად გავცემთ პასუხს ყველაფერზე, რაც გააკეთეს და დამპყრობლებს აუცილებლად გავაძევებთ ჩვენი მიწიდან," - თქვა ზელენსკიმ.

დღის ამბები