ამერიკის შეერთებული შტატები წყალდიდობას ებრძვის. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პრობლემები შექმნა. კოლორადოში დაიკეტა ავტომაგისტრალები. ტეხასის შტატში დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლები.
რთული მდგომარეობაა არიზონაშიც. შტატის ზოგიერთ ნაწილში სატრანსპორტო გადადგილება პარალიზებულია. მაშველები დაკარგულებს ეძებენ.