რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი რეკრეაციული სივრცე გაშენდება. პროექტი ერთ-ერთია, 14 მილიონი ლარის ღირებულების იმ ახალი პროექტებიდან, რომელთა განხორციელებაც, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა.
ტენდერი, სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად, რუსთავის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა.
ახალ სკვერში, სპორტული და საბავშვო-გასართობი სივრცეები, თანამედროვე განათება, დასასვენებელი ზონები და მწვანე კუნძულები მოეწყობა, განხორციელდება დენდროლოგიური პროექტიც. ღირებულება მილიონ 689 ათასი ლარია.