27 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვაში, რომელიც პაპუაშვილის ოფიციალურ "ტვიტერის" გვერდზე ვრცელდება, აღნიშნულია,რომ უკრაინელი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის სამაგალითოა და ხაზს უსვამს დამოუკიდებლობის დიდ მნიშვნელობას. 

"ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენი სამაგალითო ბრძოლა თავისუფლებისთვის ხაზს უსვამს დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს. უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ გამძლეობას და სიმამაცეს, რათა დაიცვან თავიანთი სამშობლო და უზრუნველყონ მშვიდობიანი და აყვავებული მომავალი," - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღის ამბები