აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოვლისმომცველი სავიზო აკრძალვის დაწესებას მხარს არ უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
"აშშ-ს არ სურს ჩაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები რუსი დისიდენტებისთვის ან სხვებისთვის, ვინც დაუცველია ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია ხაზის გასმა რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და უკრაინაში მისი პოლიტიკასა და რუსეთის ხალხს შორის", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა იმუშავა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაეწესებინა სანქციები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისა და მათი ხელშემწყობებისთვის.
"ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის შეჭრაში მონაწილე პირების გამოვლენას და ხელს შევუწყობთ პასუხისმგებლობის დაკისრებას", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.