რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, "რუსეთი არის ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო და მსოფლიო ასპარეზზე გაატარებს მხოლოდ იმ პოლიტიკას, რომელიც მის ფუნდამენტურ ინტერესებს შეესაბამება."
როგორც პუტინი ამბობს მისწრაფება, იცხოვრონ საკუთარი ნებით და არ დაუშვან გარე ძალების დიქტატი, რუსების გენეტიკური კოდის ნაწილია.
"სახელმწიფო დროშა სიმბოლოა ჩვენი ტრადიციული ღირებულებებისა, რომლებიდანაც არასდროს გადავუხვევთ - სიმართლე და სამართლიანობა, სოლიდარობა და გულმოწყალება, პატივისცემა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი ისტორიისადმი, ჩვენი წინაპრების მიღწევებისა და გამარჯვებებისადმი, რაც მოსაფრთხილებლად გვიანდერძეს და სამშობლოს დაცვა, არასდროს დავუშვათ გარე დიქტატი და ჰეგემონია. რუსეთი არის დიდი, დამოუკიდებელი, მსოფლიო სახელმწიფო. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ, რომ საერთაშორისო არენაზე გავატაროთ მხოლოდ ის პოლიტიკა, რომელიც სამშობლოს ძირეულ ინტერესებს შეესაბამება," - განაცხადა პუტინმა.