27 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს

ისლამაბადში, პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს. საქმე ეხება ორი დღის წინ, იმრან ხანის სიტყვით გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ უჩივლებდა პოლიციელებს და ქალ მოსამართლეებს, რადგან მისი ერთ-ერთი თანაშემწე დაკავების შემდეგ აწამეს.

ქვეყნის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული არის მუქარა და პოლიციელების შეშინების მცდელობა, რადგან გამოიწვიოს ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაცია.

ბრალის წარდგენის შემდეგ ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან მისი მოკავშირეები და მხარდაჭერები შეიკრიბნენ, ისინი აცხადებენ, რომ იმრან ხანთან მისულ პოლიციას ტერიტორიაზე არ შეუშვებენ, ხოლო თუკი ხელისუფლება ყოფილ პრემიერ-მინისტრს მაინც დააკავებს, მაშინ ქვეყნაში მასშტაბური აქციები დაიწყება.

დღის ამბები