27 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი - თ.ჩ. გაგუდა.

პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის: შიდა ქართლში, სოფელ ავლევში, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 30 წლამდე ქალი. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისში, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც დაუმეგობრდა თავისზე უფროსს ბიჭს. მოგვიანებით მათ გოგონას მშობლებთან გააგრძელეს ცხოვრება და მათი მეთვალყურეობით იღებდნენ მედიკამენტებს. მკვლელობა კი სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ავლევში მოხდა. 

დღის ამბები