ყირიმის ნახევარკუნძულზე მომხდარი აფეთქებების სერიის ფონზე, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის მეთაური შეცვალა, - ამ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც "როიტერი" აღნიშნავს, თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან, რუსეთში სამხედრო სარდლობაში ყველაზე მაღალი დონის საკადრო ცვლილება იქნება.
სააგენტო "რია ნოვოსტი" თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შავი ზღვის ფლოტის მეთაურის პოსტზე იგორ ოსიპოვი ვიცე ადმირალმა ვიქტორ სოკოლოვმა შეცვალა.