27 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
რუსეთის ძალებმა ქალაქ ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანეს - ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანეს. როგორც ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ტელეგრამ-არხში წერს, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის სალტოვსკის რაიონს. მისი ცნობით, ხანძარი გაჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში. ტერეხოვის ცნობით, დაღუპულია 6 ადამიანი.

თავის მხრივ, ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 6 და დაშავებულია 16 ადამიანი.

წყარო : Украинская правда

დღის ამბები