20 ადამიანი დაშავდა ძლიერი ხანძრის შედეგად ესპანეთში. მათგან 3 მძიმე დამწვრობები აღენიშნებათ და ისინი მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძობენ.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საგუნტოდან ვალენსიაში მიმავალი მატარებელი, გზად ხანძრის კერებს მიუახლოვდა. მგზავრები ევაკუაციის მიზნით ფანჯრიდან გადახტნენ, რა დროსაც დაზიანებები მიიღეს.
ესპანეთი უკვე რამდენიმე დღეა ხანძრის ძლიერ კერებს ებრძვის. სტიქიის ზონებში საცხოვრებელი სახლის იძულებით დატოვება ათასობით ადამიანს მოუწია.