27 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
წარმატებული დებიუტი იტალიის სერია "A-ში" - ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

წარმატებული დებიუტი იტალიის სერია "A-ში" - ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" წინააღმდეგ 68 წუთი ითამაშა, ამ დროის მანძილზე მან გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

უხვგოლიანი შეხვედრა მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. "ვერონას" ფეხბურთელებმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნეს.

37-ე წუთზე კი, 2017 წლის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში პირველი ქართული გოლი გავიდა. კვარაცხელიამ გოლი სტეფ კარის სტილში აღნიშნა. იგი კახა კალაძის და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ქართველია, ვინც სერია A-ში გოლი გაიტანა.

საგოლე გადაცემა ქართველმა ფორვარდმა მეორე ტაიმში შეასრულა, 55-ე წუთზე კვარაცხელიას ეფექტური პასი ჟელინსკის გოლით დასრულდა. საბოლოოდ, ”ნაპოლიმ” მეტოქე 5-2 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრას ნეაპოლიტანური კლუბი 21 აგვისტოს გამართავს.  ”ნაპოლი” საკუთარ მოედანზე ”მონცას” დამარცხებას შეეცდება.

დღის ამბები