27 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
პელოსის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვია

ნენსი პელოსის შემდეგ, ტაივანს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის 5 წევრი ტაივანში, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ისინი კუნძულზე ორშაბათამდე დარჩებიან.

მედიის ინფორმაციით, დელეგაცია, რომელსაც სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს, ტაივანის ლიდერებთან რეგიონული უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებს განიხილავს.

როგორც ცნობილია, 12 დღის წინ კუნძულზე ნენსი პელოსის ვიზიტს ჩინეთის უკმაყოფილება და ტაივანის კუნძულის გარშემო დაწყებული მასშტაბური სამხედრო წვრთნები მოჰყვა, რომელიც დღესაც გრძელდება.

დღის ამბები