27 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემილიტარიზებული ზონის შექმნას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო - სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემილიტარიზებული ზონის შექმნას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

"ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ბრძოლა, საშიში და უპასუხისმგებლოა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა სამხედრო ოპერაცია უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე," - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ამ ფონზე ნიუ-იორკში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თემაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელმისაწვდომობა, რათა სააგენტოს ექსპერტებმა შეძლონ რისკების შეფასება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს.

დღის ამბები