ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია.
განახლდა ცაგერის ცენტრალური ნაწილი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც მთავარ პარკს, ასევე შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას.
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.