27 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
არ არის საინტერესო, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები - ანრი ოხანაშვილი პოდოლიაკზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, პოდოლიაკის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ მისთვის და ზოგადად მმართველი პარტიისთვის, საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები.

"ჩემთვის არ არის საინტერესო, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული, აბსურდული პოზიციები. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აქვეყნებს, ვერ იქნებიან ჩვენი მხრიდან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები. მათთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესები არაფერს არ ნიშნავს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

 

დღის ამბები