27 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
დღეს ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ ახალი სამხედრო წვრთნების შესახებ გამოაცხადა

დღეს ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ ახალი სამხედრო წვრთნების შესახებ გამოაცხადა. ჩინეთის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ ის ერთობლივ წვრთნებს წყალქვეშა, საზღვაო თავდასხმის ოპერაციებზე ჩაატარებს. უახლესი სამხედრო სწავლების ხანგრძლივობა და ზუსტი ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.

როგორც დასავლური მედია წერს, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს ანალიტიკოსებისა და დიპლომატების შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ პეკინი კვლავ გააგძელებდა ზეწოლას ტაივანზე. შეგახსნებეთ, რომ ტაივანის ირგვლივ პირველად გამოცხადებული 4-დღიანი წვრთნები ჩინეთმა გუშინ დაასრულა. ოფიციალური პეკინის გაღიზიანება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს მოჰყვა.

დღის ამბები