27 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
დონეცკის ოლქში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსების თავდასხმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა - ომის 166-ე დღე უკრაინაში

დონეცკის ოლქში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსების თავდასხმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 17.

დნეპროპეტროვსკის ოლქში ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ნიკოპოლისა და კრივორიცკის რაიონები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლი არ არის.

ხარკივის ოლქში დაბომბვის შედეგად ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. რაკეტა სოფელ პეჩენიგიში ჩამოვარდა. გარდაიცვალა 72 წლის ქალი.

დილით დაიბომბა ქალაქ მიკოლაივის გარეუბანი, ვითარება კვლავ დაძაბულია ხერსონის ოლქშიც.

დღის ამბები