27 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტში ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტში, ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო. დე-ოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო კოდექსი, ანტიკორუფციული ღონისძიებები და ბოლოს, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების გაძლიერება - ეს არის თემები, რაზეც ჯგუფები იმუშავებენ. პროცესში ჩართული იქნება ოპოზიციის ნაწილი. 

სამუშაო ჯგუფის წევრების შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები საკუთარ პოზიციებს ცვლიან. ოპოზიციის ნაწილს უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ.

“სხვადასხვა პარტიებიის წარმომადგენლები არ არიან აღფრთოვანებულნი უკრაინული მოდელით, რომლის კონტექსტიც სრულიად განსხვავებულია. იდეაშიც, მე არ ვეთანხმები ამ აზრს და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ასეთი უაზრო კანონი, მხოლოდ იმიტომ რომ ევროკავშირს ვუთხრათ, რომ თქვენ რაღაც რომ გვითხარით, ჩვენ ესე შევასრულეთ, მგონია, რომ არ არის სწორი. ამიტომ, გეუბნებოდით რა ვერსია გვაქვს ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტის, იმიტომ რომ არ ვეთანხმებით უკრაინულ მიდგომას“, - ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი.

პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი ამგვარი კანონის მიღების დროს მთავარია კომპლექსური მიდგომა და ეს არ უნდა იყოს პერსონიფიცირებული არც პოზიტიურად და არც ნეგატიურად. მისი თქმით, კანონი უნდა აზღვევდეს ყველა რისკს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს არაფორმალური გავლენების და ძალაუფლების კონსოლიდაციის მიმართულებით.

დღის ამბები