27 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ლოიდ ოსტინმა რეზნიკოვს სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სატელეფონო საუბრისას, უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებები განიხილეს- ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახური იტყობინება.

პენტაგონის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შტატების მხრიდან უკრაინის შესაძლებლობების მხარდაჭერას. უკრაინის უსაფრთხოების დახმარების საჭიროებების განხილვის გარდა, ოლექსი რეზნიკოვმა ოსტინს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა.

დღის ამბები