27 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" კვლევას აქვეყნებს. "საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე" ასეთია ამ კვლევის სათაური. ავტორების განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოში 240 ათასი რუსი ტურისტი შემოვიდა. რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.

როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 6 ათას 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. კვლევის მიხედვით, დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. აცხადებენ ორგანიზაციაში.

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა. ეს არის, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენს კვლევაში. ეს არის პრობლემა, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ერთ ქვეყანაზე დიდი პროცენტით დამოკიდებულება არის ცუდი მით უმეტეს, როცა საუბარია რუსეთზე,"-აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

დღის ამბები