საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მომღერალი მამუკა ონაშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მომღერლის მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო.გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი მამუკას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მამუკა ონაშვილი უკვე მეორე ადამიანია, რომელიც 31 ივლისს ნატახტართან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.