კენტუკის შტატში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვია. შტატის გუბერნატორის განცხადებით, მოსალოდნელია, დაღუპულთა რაოდენობის გაზრდა.
დატბორილია ასობით სახლი და დაწესებულება, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენტუკი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. მაშველებმა ვერტმფრენებით ასობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს.