მომღერალი მამუკა ონაშვილი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა, ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა.
მამუკა ონაშვილი უკვე მეორე ადამიანია, რომელიც 31 ივლისს ნატახტართან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.